"შეწყვიტე ქვითინი" - მანჩესტერ სიტის ფანების ბანერს, ვინისიუსმა გამარჯვებით უპასუხა
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტის" გულშემატკივრებმა, "რეალთან" შეხვედრის წინ 'ორიგინალური' რამ მოიფიქრეს და გამოიტანეს უზარმაზარი ბანერი წარწერით - 'შეწყვიტე ქვითინი'. ბანერზე გამოსახულია როდრი, რომელიც ოქროს ბურთის მიღებას აღნიშნავს.
ქალაქელების მხრიდან ეს მინიშნება იყო იმაზე, რომ ვინისიუსი, მას შემდეგ რაც გამარჯვებულის ვინაობა წინასწარ შეიტყო, დაჯილდოების ცერემონიას არ დაესწრო. ბრაზილიელმა და მადრიდის რეალმა ერთგვარი პროტესტი გამოუცხადეს საორგანიზაციო კომიტეტს. შეხვედრა ინგლისელებისთვის ცუდად დასრულდა და 2:3 წააგეს - ასე, რომ ამ დუელში გამარჯვებული ვინისიუსია.
Recado de la afición del City a Vinicius
— Rubén Cañizares (@Ruben_Canizares) February 11, 2025
Stop crying your heart out pic.twitter.com/2EYc0QmWCk
მე დავინახე ბანერი, მაგრამ როდესაც მოწინააღმდეგის გულშემატკივრები ასეთ რამეს აკეთებენ, უფრო მეტ ძალას ვიღებ რომ საუკეთესოდ ვითამაშო და დღეს ეს მოვახერხე. სიტიმ იცის ჩვენი ისტორია და ის ყველაფერი, რასაც ჩვენ ამ ტურნირზე ვაკეთებთ. - განაცხადა მატჩის შემდეგ ვინისიუს ჟუნიორმა
Man City fans: “Where’s your Ballon d’Or?”
— Mikael (@MikaelMadridsta) February 11, 2025
Vinicius:pic.twitter.com/7f0O0uhXHs