შესაძლოა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა ყატარის მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვოს
"არსენალის" ყოფილი გარემარბის პერი გროვსის თქმით, ყატარში გასამართ მუნდიალზე ალექსანდერ-არნოლდი ვერ ითამაშებს.
ინგლისელი მცველი "ლივერპულთან" ერთად ცუდ სეზონს ატარებს. მერსისაიდელები ბოლო შეხვედრაში "მეთოფეების" წინააღმდეგ დამარცხდნენ და პრემიერ ლიგაში მე-10 ადგილს იკავებენ. ლონდონელებმა გოლის გატანა პირველივე შეტევიდან შეძლეს და ეს სწორედ ტრენტის ფლანგიდან მოხდა.
That was a fast goal by Arsenal 🔥🏌️#ARSLIV pic.twitter.com/Ew3fmTf2gs
— Rexford🕊️ (@RexLutherKing22) October 9, 2022
ალექსანდერ-არნოლდი მეორე ტაიმში ტრავმის გამო შეცვალეს. მატჩის შემდეგ ინტერვიუში იურგენ კლოპმა გაამხილა, რომ ტრენტის მდგომარეობა მძიმეა და სიტუაციაში გასარკვევად გამოკვლევების ჩატარებაა საჭირო.
გროვსის აზრით, TAA-ის ტრავმა იმდენად მძიმეა, რომ მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს.
"არა მგონია, რომ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი მსოფლიო ჩემპიონატზე წავიდეს"
❌ “I don’t think there’s any chance of Trent going to the World Cup.”
— talkSPORT (@talkSPORT) October 9, 2022
“I don’t think you need to take 3 right backs. Wouldn’t you rather take an attacker to give more options?”
Perry Groves doubts Trent Alexander Arnold will make the World Cup squad pic.twitter.com/tUW36DyGnX
როგორც იცით ინგლისის ნაკრების კიდევ ერთმა მარჯვენა მცველმა კაილ უოკერმა საზარდულის არეში დაზიანება მიიღო. მცველმა უკვე გაიკეთა ოპერაცია და ეჭვობენ, რომ ისიც გამოტოვებს მუნდიალს. ორი განაპირა მცველის გამოკლების შემდეგ, პერი გროვსი საუთგეიტს მათ შემცვლელად ტრიპიერს სთავაზობს.