Belive

შესაძლოა როდრიმ იტალიასთან შეხვედრა გამოტოვოს

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

Cadena Ser-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა როდრიმ იტალიასთან მატჩი გამოტოვოს. აღნიშნულ წყაროზე დაყრდნობით, ესპანეთის სამწვრთნელო შტაბი და ექიმების ჯგუფი ნახევარმცველის ფიზიკური მდგომარეობით კმაყოფილი არ არის.

როდრის ფიზიკური მდგომარეობის გამო, ესპანეთის ბანაკში მღელვარება პიკს აღწევს. ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი ცდილობს, რომ როდრი ფიზიკურად ნაკლებად დატვირთონ. მათი მთავარი მიზანია 27 წლის ფეხბურთელი არ გადაიღალოს. - ვკითხულობთ Cadena Ser-ის სტატიაში

შეგახსენებთ, რომ ესპანეთს იტალიასთან საკმაოდ მნიშვნელოვანი მატჩი ელის, რომელიც ჯგუფის პირველადგილოსნის ვინაობას გაარკვევს. B ჯგუფში ორივე ნაკრები პირველ-მეორე ადგილს იყოფს. დღევანდელ მატჩში გამარჯვებული პლეი-ოფის საგზურ ავტომატურად მოიპოვებს.

ესპანეთისა და იტალიის შეხვედრა დღეს 23:00 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები