რობერტო მარტინესი: ,,ხვიჩა კვარაცხელია ევროპის 5 საუკეთესო დრიბლიორს შორისაა''
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა, საქართველოსთან წაგებულ მატჩზე ისაუბრა:
,,ეს მარცხია... დაბალი ინტენსივობით დავიწყეთ და საქართველოს სწორედ ეს სჭირდებოდა. მათ მეკარეს საოცარი მატჩი ჰქონდა. გოლის გატანას ვცდილობდით, მაგრამ არ გამოგვივიდა, რამაც მეტოქეს თავდაჯერებულობა შემატა. მათ მოგება დაიმსახურეს.
მაღალი ტემპით უნდა გვეთამაშა. საქართველო ისტორიის დაწერას ცდილობდა, ჩვენ კი სათანადო პასუხი ვერ გავეცით. როტაცია გვინდოდა, სხვა ფეხბურთელები გამოვცადეთ, რათა გუნდი მერვედფინალისთვის მოგვემზადებინა.
თუ საქართველოს ნაკრებს გააანალიზებთ, ისაუბრებთ მათ მეკარეზე, რომელმაც სამი წელი უმაღლეს დონეზე ითამაშა და შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, ასევე, კვარაცხელიაზე, რომელიც ევროპის 5 საუკეთესო დრიბლიორს შორისაა. ერთადერთი სიურპრიზი ის იყო, რომ ინტენსივობა 90 წუთის განმავლობაში შეინარჩუნეს და სახიფათო მომენტები მხოლოდ ბოლო 10 წუთში შევქმენით. ვილი სანიოლმა შესანიშნავად იმუშავა.'' - რობერტო მარტინესი
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა და მერვედფინალის საგზური გაიფორმა.
პლეი-ოფში ჩვენი გუნდის მეტოქე ესპანეთის ნაკრები იქნება, მატჩი კვირას, 30 ივნისს გაიმართება.