შესაძლოა მეისონ გრინვუდმა იამაიკის ნაკრებში ითამაშოს
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
Daily Mail-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გრინვუდს შეუძლია მომავალი თვიდან ნაკრები შეიცვალოს და იამაიკის სახელით იასპარეზოს. მიუხედავად იმისა, რომ მეისონს ინგლისის ნაკრებში უკვე უთამაშია, FIFA აცხადებს, რომ ფეხბურთელს შეუძლია საერთაშორისო ასპარეზზე სხვა ნაკრების ღირსება დაიცვას.
იმის გამო, რომ გრინვუდს ინგლისში მხოლოდ ერთი შეხვედრა აქვს ჩატარებული და აქედან სამი წელი არის გასული, მას სხვა ეროვნულ გუნდში თამაში შეუძლია.
აღსანიშნავია, რომ ორშაბათს "წითელი ეშმაკები" და მეისონ გრინვუდი შეთანხმდნენ, რომ მათი გზები გაიყოფოდა. 21 წლის ფეხბურთლმა ბოლოს 18 თვის წინ ითამაშა, სანამ გაუპატიურების ბრალდებით ციხეში აღმოჩნდებოდა. უნდა ითქვას, რომ გრინვუდი სასამართლომ გაამართლა და ყველა ბრალდება მოუხსნა.