Belive

შესაძლოა, იუვენტუსს 12 ქულა მოაკლონ

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,იუვენტუსი'', შესაძლოა, დაისაჯოს და სატურნირო ცხრილში 12 ქულა მოაკლდეს. ინფორმაციას Corriere dello Sport-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საბოლოო ვერდიქტი ხვალ გამოცხადდება. კლუბის ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით გამოძიება 400 დღეზე მეტია მიმდინარეობს. პროკურატურა გუნდის 9-დან 12 ქულით დასჯას მოითხოვს. შესაძლებელია, რომ ,,ბებერი ქალბატონები'' ფულადი თანხითაც დაჯარიმდნენ.

სასამართლო გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებს, თუმცა პროცესი ამით არ დასრულდება და აგვისტომდე გაგრძელდება.

იანვარში იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში ,,იუვენტუსს” ფინანსური მაქინაციის გამო, 15 ქულა ჩამოაჭრეს. ქულების დაკლების გამო, გუნდი სატურნირო ცხრილის მე-10 პოზიციაზე დაქვეითდა. თუმცა, აპრილში ტურინელებს იტალიის ოლიმპიურმა კომიტეტმა ჩამორთმეული ქულები დაუბრუნა და ალეგრის გუნდმა მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.

35 ტურის შემდეგ, ,,იუვენტუსს'' 69 ქულა აქვს და მეორე პოზიციაზეა, თუ კლუბს 12 ქულა მოაკლდება, მე-8 ადგილზე გადავა.

სხვა სტატიები