Belive

ოფიციალურად | ბუფონმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

8 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

45 წლის ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ - ჯანლუიჯი ბუფონმა კარიერა დაასრულა. ინფორმაცია საკუთარ "Instagram" გვერდზე, თავად ბუფონმა დაადასტურა. 

View this post on Instagram

A post shared by Gianluigi Buffon (@gianluigibuffon)

ჯიჯი ბუფონმა კარიერის განმავლობაში 1100-ზე მეტი მატჩი ჩაატარა, აქედან 975 საკლუბო დონეზე, 176 მატჩი კი იტალიის ეროვნულ ნაკრებში ითამაშა. 

ბუფონმა კარიერა "პარმაში" დაიწყო და სწორედ ამ კლუბში დასრულდა. ჯიჯი წლების განმავლობაში სხვადასხვა კლუბში თამაშობდა, აქედან ყველაზე დიდი დრო კი "იუვენტუსში" და "პარმაში" გაატარა. "ბებერ ქალბატონებში" ლეგენდარული მეკარე 2001/2002 წლების სეზონიდან 2020/2021 წლების სეზონამდე თამაშობდა, სადაც 685 მატჩი ჩაატარა და კარის მშრალად შენახვა 322-ჯერ შეძლო. 

რაც შეეხება "პარმას", როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯანლუიჯის კარიერა სწორედ ამ კლუბში დაიწყო და ამავე კლუბში დასრულდა. თავდაპირველად 1995/1996 წლების სეზონიდან 2000/2001 წლების სეზონამდე ითამაშა, შემდეგ კი 2021/2022 წლების სეზონში დაბრუნდა და 2022/2023 წლების სეზონის ჩათვლით ითამაშა. საერთო ჯამში "პარმას" რიგებში მან 265 მატჩი ჩაატარა, საიდანაც კარის მშრალად შენახვა 98-ჯერ შეძლო. 

ბუფონს იტალიის ნაკრების თითქმის ყველა ასაკობრივ გუნდში უთამაშია (U16, U17, U18, U21, U23 და ეროვნული ნაკრები). ეროვნულ ნაკრებში კი მას რეკორდული, 176 მატჩი აქვს ჩატარებული. 

ჯანლუიჯი ბუფონის მიღწევები 

1996 წელი - ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული

1998/1999 წლების სეზონი - "პარმასთან" ერთად უეფას თასის გამარჯვებული

2003 წელი - UEFA-ს ვერსიით, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი 

10-გზის იტალიის სერია A-ს გამარჯვებული

6-გზის იტალიის თასის გამარჯვებული

7-გზის იტალიის სუპერ თასის გამარჯვებული

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი

2-გზის იტალიის სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი 

2017 წელი - წლის საუკეთესო იტალიელი ფეხბურთელი

2015/2016 წლების სეზონი - "იუვენტუსის" წლის საუკეთესო ფეხბურთელი. 

 

სხვა სტატიები