"შემოდგომის ტურის ბოლოს გაგვიადვილდება იმის განსაზღვრა, რისთვის შეგვიძლია ბრძოლა" - ოთარ კაკაბაძე
2 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"კრაკოვიას" ქართველი ფეხბურთელი ოთარ კაკაბაძე გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა და სეზონის დასაწყისიდან დღემდე გუნდის კაპიტნადაც გვევლინება. 29 წლის მცველმა პოლონურ მედიასთან კომენტარი გააკეთა, სადაც თავისი გუნდის საჩემპიონო შანსებზე ისაუბრა:
სეზონის დაწყებამდე მიზნად დავისახეთ, რომ 8 საუკეთესო გუნდში მოვხვედრილიყავით. ამ მხრივ არაფერი შეცვლილა, ვიცით სადაც ვართ, მაგრამ ჩვენი აზროვნება არ შეცვლილა. მივიწევთ კვირიდან კვირამდე და მატჩიდან მატჩამდე, შორეულ მომავალზე ჯერ არ ვფიქრობთ, რადგან შესაძლოა ეს დამღუპველი აღმოჩნდეს.
ცხრილის ლიდერებს შორის ვიმყოფებით, უკვე ვისმენ მოსაზრებებს, რომ შეგვიძლია ჩემპიონობისთვის ვიბრძოლოთ, მაგრამ ამ ყველაფერს მშვიდად ვუდგები. ჯერ ასეთი განცხადებები ძალიან ადრეა, რადგან მახსოვს 2 წლის წინანდელი სიტუაცია რაც "ვისლა პლოცკის" ირგვლივ მოხდა, ისინი შემოდგომის ეტაპზე ლიდერობდნენ, მაგრამ სეზონის ბოლოს უმაღლესი ლიგიდან გავარდნენ.
ჩვენ უნდა ვიყოთ თავმდაბლები და ეს არ უნდა დავივიწყოთ, მეორე მხრივ წინა თამაშებმა აჩვენა, რომ გუნდები, რომლებიც რამდენიმე თვით ადრე დარჩენისთვის იბრძოდნენ, ანუ "იაგელონია ბიალისტოკი" და "სლასკ ვროცლავი", ისინი ერთი წლის შემდეგ პოლონეთის ჩემპიონობას და ვიცე-ჩემპიონობას ზეიმობდნენ. მე ვფიქრობ ტიტულისთვის ბრძოლაზე საუბარი ჯერ ნამდვილად ძალიან ადრეა. ამ სეზონში ჯერ კიდევ არ გვითამაშია "ლეხ პოზნანთან" და ვარშავის "ლეგიასთან" და ვიცით, რომ ამ მეტოქეებთან კონკურენცია ყოველთვის ძალიან რთულია. შემოდგომის ტურის ბოლოს გაგვიადვილდება იმის განსაზღვრა, რისთვის შეგვიძლია ბრძოლა.
შარშანდელ "კრაკოვიას" და წლევანდელს შორის ის განსხვავებაა, რომ გვყავს ახალი მწვრთნელი, რამდენიმე ახალი მოთამაშე და გუნდში ახალი სისხლი გაჩნდა. ჩვენ ასევე რამდენიმე მცირე დეტალი შევცვალეთ. ჩვენი სტილი ისევ იგივეა, აქ არანაირი მნიშვნელოვანი კორექტირება არ მომხდარა, მაგრამ ხანდახან დროც გჭირდება, რომ გარკვეულ სისტემაში მოექცე. - ოთარ კაკაბაძე - "კრაკოვიას" ფეხბურთელი
პოლონეთის ჩემპიონატში "კრაკოვია" 20 ქულით მე-4 ადგილზეა (6 მოგება, 2 ფრე, 2 მარცხი) და ლიდერ "ლეხ პოზნანს" 5 ქულით ჩამორჩება. მომდევნო მატჩს ოთარ კაკაბაძის გუნდი 6 ოქტომბერს, "სლასკ ვროცლავის" წინააღმდეგ გამართავს, მატჩი 16:45 საათზე დაიწყება.
ქართველმა მცველმა მიმდინარე სეზონში 1 გოლის გატანა უკვე მოახერხა.