"შემდეგი ორი თამაში ჩემთვის მილანის რიგებში ბოლო იქნება" - ოლივიე ჟირუ
9 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ფრანგი ოლივიე ჟირუ მილანს სეზონის ბოლოს დაემშვიდობება, მან ამის შესახებ ოფიციალური განცხადება უკვე გააკეთა, 37 წლის ფორვარდმა დაანონსა, რომ მომავალი სეზონიდან ამერიკის ლიგაში (MLS) იასპარეზებს.
მე აქ ვარ, რომ გითხრათ, შემდეგი ორი თამაში ჩემთვის "მილანის" რიგებში ბოლო იქნება. ამის შემდეგ ჩემი კარიერა MLS-ში გაგრძელდება, ძალიან ვამაყობ იმით, რაც აქ გავაკეთე სამი სეზონის განმავლობაში. შესაფერისი დროა, რომ ეს გამომეცხადებინა. მაპატიეთ, ცოტა ემოციური ვარ. ასე რომ, დიახ, ჩემი ისტორია "მილანთან" წელს მთავრდება, მაგრამ "მილანი" სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში. - ოლივიე ჟირუ
Oli has something to say 💌😢 #MerciOlivier #SempreMilan
— AC Milan (@acmilan) May 13, 2024
ოლივიე ჟირუ მილანში 2021 წელს გადავიდა, ყველა ტურნირზე 130 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 48 გოლი და 20 საგოლე გადაცემა გააკეთა. ფრანგი ფეხბურთელი იტალიურ გუნდთან ერთად 2021/22 წლების სეზონში იტალიის ჩემპიონი გახდა.