ლუის ენრიკე: "ეს უფრო დიდია, ვიდრე - პირველი"
1 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პარი სენ-ჟერმენის მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, თავისი გუნდის ზედიზედ მეორე ჩემპიონობა „კიდევ უფრო დიდად“ შეაფასა, ვიდრე ერთი წლის წინ, მათი პირველი ევროპული ტიტული (მაშინ ინტერი 5:0 დაამარცხეს), ფრანგულმა კლუბმა, დაძაბულ ფინალში არსენალი პენალტების სერიაში დაამარცხა.
ეს კიდევ უფრო დიდი მიღწევაა, რადგან ვიცოდით არსენალთან თამაშის სირთულეების შესახებ და ჩვენთვის, როგორც გუნდისთვის და ქალაქისთვის, მისი მეორედ მოგება წარმოუდგენელია.
ვფიქრობ, სეზონის განმავლობაში ეს დავიმსახურეთ, მიუხედავად იმისა, რომ ფინალი მართლაც დაძაბული იყო. - განაცხადა ლუის ენრიკემ
პსჟ რეალ მადრიდის შემდეგ პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის თასი შეინარჩუნა. (რეალმა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოიგო/2016-2018 წლებში). ლუის ენრიკე მხოლოდ მეხუთე მწვრთნელი ხდება, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის 3 (ან მეტი) თასი მოიგო კარლო ანჩელოტის, ბობ პეისლის, ზინედინ ზიდანისა და პეპ გვარდიოლას შემდეგ. ენრიკემ პირველად ეს ბარსელონაში, 2015/16 წლების სეზონში გააკეთა.