,,შეხედეთ ლუის ენრიკეს, როგორ გიჟდება'' - Paris Inside კვარასა და პსჟ-ს მწვრთნელზე
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
Paris Inside-ს ინსტაგრამ-გვერდი, რომელიც სიახლეებს მხოლოდ პარი სენ ჟერმენის შესახებ ავრცელებს, სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და ყურადღებას კვარაცხელიას მიმართ ლუის ენრიკეს დამოკიდებულებაზე ამახვილებს:
,,ამაზე საკმარისად ბევრს არ ვსაუბრობთ... შეხედეთ, როგორ გიჟდება ლუის ენრიკე, როგორც კი სცენაზე ხვიჩა კვარაცხელია გამოდის. შეუძლებელია, ამ მომენტის ყურება მოგბეზრდეს. კვარა ყველას უყვარს!'' - წერს Paris Inside
ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრაში პარი სენ ჟერმენმა ინტერი 5:0 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვეუბლი ისტორიაში პირველად გახდა. ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩში 1 გოლის გატანა შეძლო.