Belive

"შედეგით კმაყოფილი ვარ, დასახული მიზანი შევასრულეთ" - იულიან ნაგელსმანი

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში გასული პირველი გუნდის ვინაობა ცნობილია. უნგრეთთან მოპოვებული გამარჯვების (2:0) შემდეგ, გერმანიამ A-ჯგუფში 6 ქულა დააგროვა და პლეი-ოფის საგზური გაინაღდა.

უნგრეთთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, იულიან ნაგელსმანმა მატჩი შეაფასა და აღნიშნა, რომ ბუნდესთიმის თამაშის ხარისხით კმაყოფილია.

შეიძლება ითქვას, რომ კმაყოფილი ვარ. პირველ რიგში ვალდებულნი ვიყავით, რომ მოგვეგო. გუნდში ისევე, როგორც სტადიონზე იყო მოლოდინი, რომ 3 ქულას მოვიპოვებდით და ეს შევძელით. მოგებისთვის ყველამ ყველაფერი გაიღო. ეს ძალიან, ძალიან კარგი ნიშანია.

ვფიქრობ, მეორე ტაიმში საოცრად კარგი კონტროლი გვქონდა - მეორე გოლის მომენტში, მეტოქე იდეალურად დავამუშავეთ და კარგი შეტევა განვახორციელეთ. მატჩის მიწურულს, ჩვენს ერთ ნაწილს მესამე გოლის გატანა სურდა - მეორე ნაწილს კი ბურთის შენარჩუნება და მასზე კონტროლი უნდოდა. ეს ცოტა უცნაური იყო, მაგრამ შგვიძლია, რომ შედეგით კმაყოფილნი ვიყოთ. - იულიან ნაგელსმანი.

შეგახსენებთ, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში გერმანიისა და შვეიცარიის დაპირისპირება შედგება.

სხვა სტატიები