"პედრი მაპატიე და მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ" - ტონი კროოსი
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ევრო 2024-ის 1/4-ფინალში გერმანია ესპანეთთან დამატებული დროის ბოლო წუთზე 2:1 დამარცხდა.
მატჩის დაწყებიდან 4 წუთში ტონი კროოსსა და პედრის შორის შეჯახება მოხდა, რომელიც ესპანელი ფეხბურთელისთვის მძიმე აღმოჩნდა, მისი შეცვლა დაუყოვნებლივ გახდა საჭირო.
ტონი კროოსმა ევრო 2024-ზე ასპარეზობა თავის სოციალურ გვერდზე შეაჯამა და პედრის საჯაროდ ბოდიში მოუხადა:
პედრი მაპატიე და მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ, ლოგიკურად ჩემი განზრახვა შენი დაშავება არ ყოფილა. სწრაფ აღდგენას და ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ. შენ დიდებული მოთამაშე ხარ - ტონი კროოსი
ბოლო ცნობებით პედრის მყესები აქვს დაჭიმული და სავარაუდოდ ის ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს, რადგან აღდგენას რამდენიმე კვირა სჭირდება. საბოლოო ინფორმაცია ჯერჯერობით ცნობილი არ არის, მაგრამ პასუხი ხვალ 7 ივნისს იქნება ცნობილი.