,,შეამცირეთ ბილეთების ფასები'' - დიბუ მარტინესი არგენტინის ფეხბურთის ასოციაციას მიმართავს
არგენტინის ნაკრების მეკარემ, ემილიანო მარტინესმა ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელებს მოუწოდა, შეამცირონ ბილეთების ფასები, რათა მესის სანაკრებო კარიერის დასრულების შემდეგ, სტადიონები კვლავ შეივსოს.
„მინდა, ცოტა უფრო სავსე სტადიონებზე ვითამაშოთ. შესაძლოა, ტრიბუნების შესავსებად საქველმოქმედო ინიციატივები დაგვჭირდეს.
გულშემატკივრებს გუნდი თავიდან უნდა შევაყვაროთ. ვიცით, რომ ლეო აქ აღარ არის და, ცხადია, ხალხს ყველაზე მეტად სწორედ მის სანახავად მოსვლა უნდოდა. თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს არგენტინის ეროვნული ნაკრებია და ჩვენ ეს სიყვარული გვჭირდება.
ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა - ჩვენ, სამწვრთნელო შტაბს, ხელმძღვანელებს, რომ ეს შესაძლებელი გავხადოთ. ცოტათი შეამცირეთ ბილეთების ფასები და შეავსეთ ყველა სტადიონი, რადგან ეს ნამდვილად გვჭირდება.'' - ემილიანო მარტინესი
BBC Sport-ის ცნობით, კოსტა რიკასთან ამხანაგურ შეხვედრას დაახლოებით 42 000 გულშემატკივარი დაესწრო, მარიო კემპესის სახელობის სტადიონი კი 57 000 ადამიანს იტევს. სამი დღით ადრე კი, ბილეთების სიძვირის გამო გამოთქმული უკმაყოფილების ფონზე, 55 000-იან ბომბონერაზე ურუგვაისთან წაგებულ მატჩს მხოლოდ 21 000-მდე ქომაგმა უყურა.
DIBU MARTÍNEZ: "NECESITAMOS BAJAR UN POCO EL PRECIO DE LAS ENTRADAS"
— Clarín (@clarincom) November 18, 2026
Tras la goleada 7-0 ante Costa Rica, el arquero se refirió a la baja asistencia de público en los últimos amistosos de Argentina y pidió reducir el precio de las entradas para volver a llenar los estadios.… pic.twitter.com/k4HSKizxNg