Belive

რას გამოსახავს ბარსელონა 'ელ კლასიკოში' საკუთარ ფორმაზე?

4 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბარსელონასა და Spotify-ის შორის მიმდინარე სასპონსორო ხელშეკრულების ფარგლებში, მაისის „ელ კლასიკოში“, ბარსელონას მაისურებზე ახალი შემსრულებლის აბრევიატურა იქნება გამოსახული.

Mundo Deportivo-ს ცნობით, ბარსელონა 10 მაისს, „კამპ ნოუზე“, რეალთან შეხვედრაში, ოლივია როდრიგოს შთაგონებით შექმნილი დიზაინის მაისურებს ჩაიცვამს. მომღერალი ბარსელონაში იქნება, რათა ამ მატჩს დაესწროს.

ოლივია როდრიგო ისეთი სუპერვარსკვლავების კვალს გაჰყვება, როგორებიც არიან ედ შირანი, დრეიკი, როსალია, როლინგ სტოუნსი, ქოლდფლეი, კაროლ ჯი და ტრევის სკოტი - ამ მომღერლებისა და ბენდების გამოსახულებით, ბარსელონას კლასიკოებში უკვე უთამაშია.

ბარსელონასა და რეალის დაპირისპირება ლა ლიგის 35-ე ტურში შედგება.

სხვა სტატიები