Belive

შჩესნი: ,,სიგარეტს ბავშვებთან ერთად არ ვეწევი''

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ბარსელონას'' ახალწვეულმა, ვოიცეხ შჩესნიმ, კატალონიურ გუნდში გადასვლაზე ისაუბრა.

პოლონელს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებზეც ჰკითხეს, სადაც ჩანს, რომ მეკარე სიგარეტს ეწევა:

,,1 თვის წინ რომ გეთქვათ, ბარსელონაში ვითამაშებდი, სიცილს ვერ შევიკავებდი... თუ ბარსას უარს ეუბნები, ეს ნიშნავს, რომ გამბედაობა არ გყოფნის.

სიგარეტი? ბავშვებთან ერთად არ ვეწევი, ცუდ მაგალითს არ ვაძლევ. მაგრამ, ხალხი ფოტოებს ჩუმად მიღებს, მათ ვერც კი ვხედავ. ვცდილობ, ეს დავმალო და საჯაროდ არ გამოვაჩინო.

არის რაღაცები, რასაც არ შევცვლი. არავის საქმე არაა, ვეწევი თუ არა. ეს არ აისახება იმაზე, რასაც მოედანზე ვაკეთებ. თუ ვინმე ფიქრობს, რომ შეუძლია, ჩემს პირად ცხოვრებაზე გავლენა ჰქონდეს, დაე, კიდევ სცადოს... ჯერ ეს არავის გამოსვლია.'' - ვოიცეხ შჩესნი

27 აგვისტოს შჩესნიმ საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ,,ბარსელონას'' მეკარემ, ტერ შტეგენმა, მძიმე ტრავმა მიიღო, კატალონიური გუნდი სწორედ პოლონელს დაუკავშირდა და მასთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სხვა სტატიები