Belive

ჩალჰანოღლუ: ,,ყველა ფიქრობს, რომ მილანიდან ფულის გამო წამოვედი, მაგრამ ასე არ არის''

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ინტერის'' ნახევარმცველმა, ჰაკან ჩალჰანოღლუმ, ,,მილანიდან'' წამოსვლის მიზეზებზე ისაუბრა:

,,ყველა ფიქრობს, რომ მილანიდან ფულის გამო წამოვედი, მაგრამ ეს ნაკლებად მაწუხებს...

ჩემთვის მთავარი იყო, რომ თავი მნიშვნელოვან ფეხბურთელად მეგრძნო, ახლა კი სწორედ ეს განცდა მაქვს.

საუდის არაბეთიდან მიღებულ შემოთავაზებაზე უარი ვთქვი, რადგან ინტერი მიყვარს!'' - ჰაკან ჩალჰანოღლუ

მიმდინარე სეზონში ჩალჰანოღლუს ანგარიშზე ,,ინტერის'' მაისურით ჩატარებულ 22 შეხვედრაში 8 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

29 წლის ნახევარმცველს ,,ნერაძურისთან'' კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

სხვა სტატიები