Belive

შახტარმა კონფერენს ლიგაზე ლეხ პოზნანი დაამარცხა | აზაროვი სათადარიგო სკამზე იყო

6 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

კონფერენს ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში დონეცკის შახტარმა ლეხ პოზნანი სტუმრად 1:3 დაამარცხა.

პირველი გოლი 36-ე წუთზე მარლონ გომესმა გაიტანა და უკრაინული გუნდი დააწინაურა, 48-ე წუთზე სხვაობა ორამდე გაზარდა ნევერტონმა, ლეხიდან ერთი გოლი 70-ე წუთზე მიკაელ იშაკმა გაიტანა, ხოლო უკანასკნელი გოლი 85-ე წუთზე ისაკი სილვას ანგარიშზეა.

ირაკლი აზაროვი სათადარიგო სკამზე იყო და მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

შახტარი, კონფერენს ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრას 19 მარტს გამართავს.