Belive

შახტარი უკრაინის პრემიერლიგის ჩემპიონია

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დონეცკის "შახტარი" უკრაინის პრემიერლიგის დასრულებამდე ჩემპიონი ორი ტურით ადრე გახდა. დონეცკელებმა კიევის "დინამო" 1:0 დაამარცხეს, სწორედ კიევური გუნდი იყო მათი მთავარი კონკურენტი, მაგრამ "შახტარი" მეტოქეს 7 ქულით უსწრებს და 2 ტურში სხვაობის აღმოფხვრა შეუძლებელია.

შეხვედრაში 71 წუთი ითამაშა ირაკლი აზაროვმა, ხოლო გიორგი გოჩოლეიშვილს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

დონეცკის "შახტარი" ზედიზედ მეორედ გახდა უკრაინის ჩემპიონი, ხოლო ისტორიაში ეს მათთვის მეთხუთმეტეა, მათზე მეტჯერ მხოლოდ კიევის "დინამო" გამხდარა ჩემპიონი - 16-ჯერ.

ამ გამარჯვებიით "შახტარმა" ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წლების პლეი ოფში მონაწილეობის უფლება მიიღო.

სხვა სტატიები