Belive

სეზონის შესანიშნავი დასაწყისი - ირაკლი ეგოიანის შეფასება პირველ ტურში

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნიდერლანდების ჩემპიონატი ახლადდაწინაურებული კამბურისა და ექსელსიორის მატჩით გაიხსნა. ექსელსიოერმა ძალიან მარტივად, 0:4 დაამარცხა მეტოქე და ეს შეხვედრა ქართველი გულშემატკივრებისთვის გამორჩეული აღმოჩნდა.

ირაკლი ეგოიანმა, რომელმაც შეუცლელად ითამაშა, გარდა იმისა, რომ მატჩში ანგარიში გახსნა, ერედივიზიონის 2026/27 წლების სეზონის პირველი გოლიც გაიტანა. ქართველს ბრწყინვალე თამაში ჰქონდა - მეორე გოლის დროს მან ნიდერლანდელ შემტევს, ნოა ნაუიოკსს გაატანინა (ნაუიოკსმა დუბლი შეასრულა, თუმცა ეგოიანმა უკეთესი შეფასება დაიმსახურა).

SOFASCORE-სა და WHOSCORED-ის მონაცემებით, ეგოინმა 8.7 და 9.1 შეფასება მიიღო, რაც ორივე შემთხვევაში უფრო მაღალია, ვიდრე ნებისმიერისა, ვინც ამ მატჩში მონაწილეობა მიიღო.

ეგოიანმა წინა სეზონი 5 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით დაასრულა - ის ვილი სანიოლმა ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახა.

15 აგვისტოს ექსელსიორს უფრო რთული გამოცდა ელის - ქართველის გუნდი პსვ-ს მიიღებს.

View this post on Instagram

A post shared by Excelsior Rotterdam (@excelsiorrdam)

სხვა სტატიები