Belive

როგორ ითამაშეს ლეგიონერებმა? - ქართველების შეფასება

12 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

ევრუპულ შიდა ჩემპიონატებში საკუთარი შეხვედრები ჩაატარეს ქართველი ლეგიონერების გუნდებმა. ჰაიდენჰაიმმა, რომელმაც ბუნდესლიგა 2-ში დრეზდენის დინამოს უმასპინძლა, მატჩი 5:3 მოიგო, თუმცა გარდამტეხი მომენტი 69-ე წუთზე დადგა, როცა სტუმრები 10 კაცით დარჩნენ და ჰაიდენჰაიმმაც ამით ისარგებლა.

ბუდუ ზივზივაძემ ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მწვრთნელმა ის მე-80 წუთზე შეცვალა. ამ დროისთვის ანგარიში 2:2 იყო. ჰაიდენჰაიმმა მესამე ტურის შეხვედრა ჩაატარა და ბუდუმ პირველ ტურში მოახერხა გოლის გატანა, რომელიც ჯერ-ჯერობით ერთადერთია. ქართველმა 6.6 ქულა დაიმსახურა (sofascore). აღსანიშნავია, რომ ჰაიდენჰაიმს, გავლილ 3 ტურში, ყველაზე მეტი აქვს გატანილი და ამავდროულად, ყველაზე მეტი მიღებული (10/10). ამ მომენტისთვის, ბუდუს გუნდი, მეოთხე ადგილზეა.

გერმანიის ბუნდესლიგაში პირველი ტურის შეხვედრა ჩაატარა კიოლნმა, სახლში მოუგო ჰოფენჰაიმს (3:2) და რაც მთავარია, შეუცვლელად ითამაშა ლუკა ლოჩოშვილმა. ქართველი ცენტრალური მცველისთვის, გერმანიის უმაღლეს დივიზიონში დებიუტი წარმატებული გამოვიდა და საკმაოდ მაღალი შეფასებაც დაიმსახურა - 7.0 (sofascoore).

ნიდერლანდების ჩემპიონატის მე-4 ტურში, ექსელსიორმა როტერდამის სპარტას უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა (ექსელსიორს ერთი შეხვედრა გამოტოვებული აქვს). ირაკლი ეგოიანმა, რომელიც უკვე ექსელსიორის ლიდერად ითვლება და სასტარტო შემადგენლობის შეუცვლელი ფიგურაა, როტერდამულ დერბიშიც სრულად ითამაშა და ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა - 8.2 (მიუხედავად იმისა, რომ არც საგოლე გადაცემა ჰქონია და არც გოლი). პირველ 2 ჩატარებულ შეხვედრაში, ეგოიანის ანგარიშზე გოლი და 2 საგოლე პასია.

View this post on Instagram

A post shared by Excelsior Rotterdam (@excelsiorrdam)

საფრანგეთის ლიგა 2-ში თავისი შეხვედრა ჩაატარა გიორგი აბუაშვიილმაც - ქართველი ნახევარმცველის მეცმა, სტუმრად ანსთან ფრედ (1:1) ითამაშა. აბუაშვილი მოედნიდან 59-ე წუთზე გავიდა და მისი შეფასება 6.4-ია. 4 ჩატარებულ შეხვედრაში, მეცმა მხოლოდ პირველი მოიგო და ახლა ზედიზედ სამი ფრე აქვს, გუნდი მეორე დივიზიონის მე-7 ადგილზეა. აბუაშვილმა ერთადერთი გოლი პირველივე ტურში გაიტანა.