Belive

სესარ ასპილიკუეტა - ერთადერთი ფეხბურთელი ჩელსის ისტორიაში, რომელმაც ...

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "ჩელსის" 32 წლის მარჯვენა მცველი და კაპიტანი - სესარ ასპილიკუეტა, ჩელსის ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ყველა შესაძლო ტურნირი მოიგო. ასპილიკუეტა "არისტოკრატების" რიგებში 2012 წლიდან ირიცხება, რა დროშიც მან საკუთარ კლუბთან ერთად შეძლო და მოიგო: ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, პრემიერ ლიგა, უეფას სუპერთასი, ფა თასი, ინგლისის ლიგის თასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი. 32 წლის მარჯვენა მცველი, ლონდონის "ჩელსის" კაპიტანი 2019/2020 წლების სეზონში გახდა და მას შემდეგ, კლუბთან ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ლიგა. მას 2012 წლიდან დღემდე, ლონდონური კლუბის მაისურით 314 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც გოლით თავი 9-ჯერ გამოიჩინა. ასევე იგი საკუთარი კლუბის რიგებში შეუცვლელი წევრი გახდა და რაც უფრო ასაკში შედის, მით უფრო აწონებს გულშემატკივრებს თავს.    

სხვა სტატიები