სერხიო რამოსი სევილიაში დაბრუნდა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
18 წლის შემდეგ სერხიო რამოსი ,,სევილიას'' დაუბრუნდა. ინფორმაციას ანდალუსიური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
37 წლის ფეხბურთელმა, რომელიც თავისუფალი აგენტი იყო, კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ზაფხულში ესპანელის გადაბირებით რამდენიმე თურქული გუნდი და ,,ალ იტიჰადი'' ინტერესდებოდა, თუმცა სერხიომ სამშობლოში დაბრუნება არჩია.
რამოსმა გასული სეზონი ,,პარი სენ ჟერმენში'' გაატარა, სადაც 45 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ლა ლიგის 3 ტურის შემდეგ, ,,სევილია'' უქულოდაა და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილს იკავებს.
🖊️ @SergioRamos regresa 18 años después al #SevillaFC. ⚽️4⃣
— Sevilla Fútbol Club (@SevillaFC) September 4, 2023
¡Bienvenido, Sergio!#WeareSevilla #NuncaTeRindas