Belive

სერხიო რამოსი: ,,საუკეთესო კონდიციებს თანდათანობით დავიბრუნებ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,პარი სენ-ჟერმენის'' მცველმა, სერხიო რამოსმა, საფრანგეთის სუპერთასზე, ,,ნანტთან'' მოგებული შეხვედრა შეაფასა:
,,რიტმი მაინც მაკლია, მაგრამ ბევრი ვირბინეთ და თამაშის სურვილი გამოვავლინეთ. მატჩს ვაკონტროლებდით და გოლი არ გაგვიშვია. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რაც გავაკეთეთ. ეს არის ახალი სქემა (სამმცველიანი ტაქტიკა), რომელშიც კიმპემბესთან და მარკინიოსთან ერთად ვიმუშავებ. დაცვაში კიდევ უფრო სტაბილურები უნდა ვიყოთ, მაგრამ, ვფიქრობ, ეს ჩვენთვის საიმედო სისტემაა. გასული სეზონი რთული იყო, მაგრამ კარგად დავასრულე. ფიზიკურად ჯანმრთელი ვიყავი, ამიტომ ფეხბურთისგან სიამოვნების მიღების სურვილი მქონდა. ჩემს საუკეთესო კონდიციებს თანდათანობით აღვიდგენ,'' - რამოსის სიტყვებს As-ი ციტირებს.
საფრანგეთის სუპერთასის შეხვედრაში ,,პარი სენ-ჟერმენმა'' ,,ნანტს'' 4:0 მოუგო. შეხვედრაში ერთი გოლის გატანა სერხიო რამოსმაც შეძლო.

სხვა სტატიები