Belive

სერხიო აგუერომ ბარსელონას სასამართლოში უჩივლა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, სერხიო აგუერომ, ხელფასის გადაუხდელობის გამო, ,,ბარსელონას'' წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ინფორმაციას AS ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საუბარი დაახლოებით 3 მილიონ ევროზეა. კატალონიური გუნდი არგენტინელს შეუთანხმდა, რომ მას კონტრაქტის პირველი წლის ხელფასს დაზღვევის დახმარებით გადაუხდიდა, თუმცა სადაზღვეო კომპანიამ ფეხბურთელისთვის ფულის გადარიცხვაზე უარი თქვა. კომპანია ამტკიცებს, რომ თავდამსხმელს გულის პრობლემები ბავშვობიდან ჰქონდა.

აგუერო ,,ბარსელონაში'' 2021 წლის ზაფხულში გადავიდა, მაგრამ კარიერის დასრულება გულ-სისხლძარღვთა დაავადების გამო, იმავე წლის დეკემბერში მოუწია. კუნმა ,,ბლაუგრანას'' მაისურით სულ 5 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები