Belive

სერია ა ენიო მორიკონეს პატივს მიაგებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
7 ივლისს, იტალიის ჩემპიონატის (სერია ა) 31-ე ტურის მატჩები გაიმართება, სადაც კლუბები ლეგენდარულ იტალიელ კომპოზიტორს პატივს მიაგებენ. ენიო მორიკონე, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული და საუკეთესო კომპოზიტორი იყო, 6 ივლისს, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის ხსოვნას კი სერია ა-ს კლუბები პატივს მიაგებენ. კერძოდ კი, 31-ე ტურში, ყველა მატჩის წინ მისი კომპოზიცია შესრულდება. სერია ა-ს მესვეურებმა, მორიკონეს ერთ-ერთი კომპოზიცია Once upon a time in america შეარჩიეს, რომლის ფონზეც იტალიური კლუბები სტადიონზე გავლენ.

სხვა სტატიები