Belive

იტალიის სერია C-ს გუნდმა ქართველ ფეხბურთელს ახალი კონტრაქტი გაუფორმა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ქართველი ფეხბურთელი დავით ლორთქიფანიძე იტალიის სერია C-ში იასპარეზებს, რავენამ 24 წლის ცენტრალურ ნახევარმცველთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ლორთქიფანიძის გუნდი სწორედ გასულ წელს აღზევდა სერია C-ში.

რავენას ოფიციალური გვერდი ქართველი ფეხბურთელის შესახებ წერს:

2001 წელს დაბადებული, დიდი დინამიურობით, თავგანწირვისა და სულისკვეთებით გამორჩეული ქართველი ნახევარმცველია. ლორთქიფანიძემ თავისი მრავალფეროვნებისა და ნახევარდაცვის ბალანსირების უნარის წყალობით ნდობა დაიმსახურა. გასულ სეზონში მან ასევე ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა შეტევაში, გაიტანა 6 გოლი, მათ შორის ერთი პლეი-ოფის ნახევარფინალში პისტოიზეს წინააღმდეგ.

კლუბი მიესალმება დავითს და დარწმუნებულია, რომ მისი ერთგულება და ზრდა ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი რესურსი იქნება. - დავით ლორთქიფანიძე

დავითის ძმა, დაჩი ლორთქიფანიძე სერია A-ს გუნდში კრემონეზეში ირიცხება, პოზიციურად ისიც ნახევარმცველია.

სხვა სტატიები