Belive

სერია A-ს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები - კვარა TOP 3-შია

5 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

Transfermarkt-მა ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებები განაახლა, რითაც სერია A-ში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა. კვარა პირველად მოხვდა იტალიის უმაღლესი ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების TOP 3-ში. პირველ ადგილს ლაუტარო მარტინესი იკავებს. თუ ვიქტორ ოსიმენი "ნაპოლიში" დარჩებოდა, ის მეორე ადგილს დაიკავებდა, რომლის ფასი 100 მილიონ ევროს შეადგენს და ანალოგიურად ამ მონაცემებით ქართველი ფეხბურთელი საუკეთესო 3-ში ვერ მოხვდებოდა.

სერია A-ს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების TOP 10:

  1. ლაუტარო მარტინესი ("ინტერი") – 110 მილიონი ევრო

  2. რაფაელ ლეაო ("მილანი") – 90 მილიონი ევრო

  3. ხვიჩა კვარაცხელია ("ნაპოლი") – 80 მილიონი ევრო

  4. ნიკოლო ბარელა ("ინტერი") – 80 მილიონი ევრო

  5. ალესანდრო ბასტონი ("ინტერი") – 70 მილიონი ევრო

  6. დუგლას ლუისი ("იუვენტუსი") – 70 მილიონი ევრო

  7. მარკუს ტურამი ("ინტერი") – 65 მილიონი ევრო

  8. დუშან ვლაჰოვიჩი ("იუვენტუსი") – 65 მილიონი ევრო

  9. ტეო ერნანდესი ("მილანი") – 60 მილიონი ევრო

  10. გლეისონ ბრემერი ("იუვენტუსი") – 60 მილიონი ევრო

სერია A-ს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების TOP 10

სხვა სტატიები