იანვრის თვის საუკეთესო მწვრთნელად სპალეტი დასახელდა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
სერია ა-მ "ნაპოლის" იტალიელი თავკაცი ლუჩანო სპალეტი იანვრის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა.
ნეაპოლელთა მწვრთნელი დამსახურებულ ჯილდოს 12 თებერვალს, "ნაპოლი"-"კრემონეზეს" შეხვედრის დაწყებამდე მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ 63 წლის სპეციალისტმა აღნიშნული ტიტული ოქტომბერშიც დაიმსახურა.