სერია A-ს MVP ფედერიკო დიმარკო გახდა, ცნობილია სხვა გამარჯვებულებიც
იტალიის სერია A-ში 2025/26 წლების სეზონში მიღწეული წარმატებისთვის ფეხბურთელებს სხვადასხვა ჯილდოები გადაეცათ. საუკეთესო ფეხბურთელად (MVP) მილანის ინტერის მარცხენა მცველი ფედერიკო დიმარკო დასახელდა. 28 წლის იტალიელმა მიმდინარე სეზონში 6 გოლი და 18 საგოლე გადაცემა დააგროვა, აღსანიშნავია ისიც, რომ ასისტების მიხედვით მან სერია A-ს რეკორდი დაამყარა, აქამდე ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა პაპუ გომესს (16) ჰქონდა შესრულებული.
MVP-ის ჯილდოს გარდა, სერია A-მ გამოავლინა სხვადასხვა პოზიციაზე მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელები:
ამომავალი ვარსკვლავი: კენან ილდიზი (იუვენტუსი)
საუკეთესო მეკარე: მილე სვილარი (რომა)
საუკეთესო მცველი: მარკო პალესტრა (კალიარი)
საუკეთესო ნახევარმცველი: ნიკო პასი (კომო)
საუკეთესო თავდამსხმელი: ლაუტარო მარტინესი (ინტერი)
საუკეთესო მწვრთნელი: კრისტიან კივუ (ინტერი)
Best OVERALL ➡️ Dimarco 🏆#SerieAEnilive pic.twitter.com/xouhB9lwLh
— Lega Serie A (@SerieA) May 22, 2026