Belive

მატეო ლაოსი: "მსაჯი ბევრჯერ შეცდა - ფერმინ ლოპესის გოლი უნდა ჩაეთვალა"

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარულმა ესპანელმა მსაჯმა - მატეო ლაოსმა, 'ელ კლასიკოს' მსაჯობა შეაფასა და განაცხადა, რომ მატჩის მთავარმა მსაჯმა, უამრავი შეცდომა დაუშვა, რაც ასეთი მნიშვნელობის თამაშებში არ უნდა ხდებოდეს.

მან ასევე, ბოლო წუთზე ფერმინ ლოპესის გატანილი ულამაზესი გოლის გაუქმების შესახებაც ისაუბრა.

"ორივე გუნდისთვის ეს მატჩი სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო და ასეთ თამაშებში მსაჯი ასეთ შეცდომებს არ უნდა უშვებდეს.

ფერმინ ლოპესის შემთხვევაში, ამ გოლის გადახვევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნათლად გამოჩნდება, რომ მან ხელით განზრახ ითამაშა - ჩვენ ვხედავთ, რომ იყო კონტაქტი და ბურთისთვის ბრძოლა, ბოლოს კი ფერმინის გოლით დასრულდა ეპიზოდი.

ფერმინს რომ პირდაპირ დაეჭირა ბურთი ამ შეხების შემდეგ, ვალვერდეს გადაასწრებდა და გაიტანდა, ასეთ შემთხვევაში გოლი უნდა გაუქმებულიყო, მაგრამ რადგან ასე არ მომხდარა, ისმის კითხვა: ეს ხელით თამაშია თუ იმიტომ არ ითვლება რომ ამას გოლი მოჰყვა.

ჩემი აზრითა და პროფესიული ცოდნით, თუ მსაჯმა ჩუამენის მომენტზე ხელით თამაში ვერ დაინახა და თერთმეტმეტრიანი არ დააფიქსირა, ფერმინის გოლიც აუცილებლად უნდა ჩათვლილიყო" - მატეო ლაოსი

უნდა ითქვას, რომ ლაოსს ბევრი კრიტიკოსი ჰყავდა. მის მიერ მიღბული გადაწყვეტილებები ხშირად გამხდარა განხილვის ობიექტი.

ბოლო პერიოდში მატეომ ვერ გაუძლო ზეწოლას და 45 წლის ასაკში სამსაჯო კარიერა დაასრულა. იგი ლა ლიგაში 2008-2023 წლებში მუშაობდა, UEFA-სა და FIFA-ს ტურნირებზე კი 2011-2023 წლებში იმსაჯა.

სხვა სტატიები