სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესოდ კვარას ატალანტას კარში გატანილი გოლი დასახელდა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციის ვერსიით, სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო გოლად ხვიჩა კვარაცხელიას ,,ატალანტას'' კარში გატანილი გოლი დასახელდა.
ჯილდოს მოქმედი მფლობელი ,,მილანის'' მცველი, ტეო ერნანდესი იყო, რომელმაც 2022 წლის 15 მაისს, ბრწყინვალე დრიბლინგის შემდეგ, ასევე ,,ატალანტას'' კარი აიღო.
#GGDC2023 ✨
— Gran Galà del Calcio AIC (@GranGalaAIC) December 4, 2023
Khvicha #Kvaratskhelia e Manuela #Giugliano si aggiudicano i premi #VotaIlGol per i gol più belli della scorsa stagione#GranGalàDelCalcio #Napoli #Roma pic.twitter.com/feczXWOeOf
კვარას გოლი სეზონის დასრულების შემდეგ საუკეთესოდ სერია A-მაც დაასახელა.
ხვიჩა კვარაცხელიამ 2022-2023 წლების სეზონში იტალიის ჩეპიონატი მოიგო. 22 წლის შემტევმა სერია A-ში ჩატარებულ 34 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა.