Belive

სერია A: "იტალიურ ლექსიკონში კვარაცხელიას აღსაწერი სიტყვა მოიძებნება?!"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა, "ნაპოლისა" და საქართველოს ნაკრების ლიდერს, ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი პოსტი მიუძღვნა.

იტალიის ჩემპიონატის გვერდმა იტალიური ენის ოფიციალური ლექსიკონი, ე.წ "ტრეჩანი" მოიხსენია და იკითხა, არსებობს თუ არა სიტყვა, რომელიც კვარას აღწერს.

"ტრეჩანი, გაქვს სიტყვა, რომელიც კვარას აღწერს?", - წერს სერია A-ს ოფიციალური გვერდი.

ამავე დროს, სერია A-ს ოფიციალური გვერდის ჟურნალისტმა, ფლავიო ჯულიანიმ თქვა: "დღეს კვარაცხელიამ თავისი მეტოქეების დასაჯაბნად 27 სხვადასხვა მეთოდი გამოიყენა. ეს აბსურდული რამეა და ასეთი რამ არასდროს მინახავს თანამედროვე ფეხბურთში. ასევე, რამდენიმე ისეთი ეპიზოდი შექმნა, რომელიც მის თანაგუნდელებს გოლად უნდა ექციათ. ის ფეხბურთის მემკვიდრეობაა".

მიმდინარე სეზონში, “ნაპოლის” მაისურით ჩატარებულ ოფიციალურ შეხვედრებში კვარას აქტივში უკვე 14 მატჩში გატანილი 7 გოლი, 8 საგოლე პასი და 4 მოპოვებული პენალტია.

სხვა სტატიები