Belive

"უკრაინა მუნდიალზე უნდა იყოს. ირანი მსოფლიო ჩემპიონატზე ყოფნას არ იმსახურებს!" - სერგეი პალკინი

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ფიფას მოუწოდებენ, რომ 2022 წლის ყატარის მსოფლიო ჩემპიონატიდან ირანი მოხსნან და მისი ადგილი უკრაინამ დაიკავოს.

ამ თვის დასაწყისში, უფლებადამცველთა ჯგუფმა Open Stadiums-მა მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს მოუწოდა, რომ ირანის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან მოიხსნას. მიზეზად მათ ქვეყანაში ქალთა უფლებების უხეში შელახვა სახელდება.

გარდა ამისა, ირანს, უკრაინაში მიმდინარე ომში, რუსეთის მხარდაჭერაშიც სდებენ ბრალს. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ ირანი აგრძელებს რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდებას.

"შახტარის" აღმასრულებელმა დირექტორმა სერგეი პალკინმა FIFA-ს მოუწოდა, რომ ირანი მსოფლიო ჩემპიონატიდან მოხსნან და მათი ადგილი უკრაინამ დაიკავოს.

"იმ დროს, როცა ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარი ეროვნული ნაკრების თამაშით სიამოვნებას იღებენ, უკრაინელები ირანული თვითმფრინავებითა და რაკეტებით იღუპებიან. თითქმის 250 საფრენი აპარატი უკვე დაესხა თავს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას. "შახტარი" FIFA-სა და მთელ საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს, რომ დაუყოვნებლივ აუკრძალონ ირანის ეროვნულ გუნდს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში და მათი ადგილი უკრაინის საფეხბურთო ნაკრებმა დაიკავოს." - განაცხადა სერგეი პალკინმა Twitter-ზე გარვცელებული პოსტის მეშევეობით.

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ერთ თვეზე ნაკლები რჩება. ტურნირს მასპინძელი ყატარისა და ეკვადორის ნაკრებები გახსნიან. აღნიშნული შეხვედრა 20 ნოემბერს გაიმართება.

ირანი საქმეში 21 ნოემბერს ჩაერთვება და პირველივე შეხვედრაში ინგლისს უპირისპირდება. B ჯგუფში მათთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატები და უელსი იასპარეზებენ.



სხვა სტატიები