Belive

ოფიციალურად | ტრავმის გამო, ნეიმარი ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობიდან ამოვარდა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,სანტოსის'' ვარსკვლავმა, ნეიმარმა, ბრაზილიის პაულისტას ნახევარფინალური მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ მისი ტრავმა კვლავ სერიოზული აღმოჩნდა, რის გამოც შესაძლო იყო, რომ მისი ნაკრებში დაბრუნება კვლავ გადადებულიყო.

სამწუხაროდ გულშემატკივრების ვარაუდი გამართლდა და უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ 33 წლის სუპერვარსკვლავი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობიდან იძულებით ამოვარდა, მას კი "რეალის" ახალგაზრდა ფორვარდი - ენდრიკი ჩაანაცვლებს.

ნეიმარის გარდა, ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობიდან ასევე ტრამვების გამო: ედერსონი და დანილოც ამოვარდნენ. ედერსონს "ლიონის" მეკარე - ლუკას პერი ჩაანაცვლებს, ხოლო დანილოს ნაცვლად, ეროვნულ ნაკრებში - ალექს სანდრო გამოიძახეს.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციამ 52 მოთამაშისგან შემდგარი სია გამოაქვეყნა, რომელთაგანაც 23 მათგანი, მარტში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ეროვნული გუნდის განაცხადში მოხვდება.

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონები, 23 მარტს კოლუმბიას, ხოლო 26 მარტს არგენტინას შეხვდებიან.

სხვა სტატიები