"სერბეთი ძლიერი ნაკრებია, მაგრამ ვეცდებით, რომ გავიმარჯვოთ" - ნიკოლოზ უგრეხელიძე
8 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
დღეს, 17:00 საათზე, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები თურქული შეკრების ფარგლებში მეორე მატჩს გამართავს, სადაც ალეკსანდრ კოლაროვის სერბეთის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
მატჩისწინა ვარჯიშზე, მიმდინარე შეკრების შესახებ კომენტარი 21-წლამდე ნაკრების ცენტრალურმა მცველმა - ნიკოლოზ უგრეხელიძემ და შემტევმა - ირაკლი ეგოიანმა გააკეთეს.
ფინეთთან თამაშის სტარტი არასასურველი იყო, თუმცა მეორე ტაიმში გაკეთებულმა ცვლილებებმა შედეგი გამოიღო, თამაშის შემობრუნება მალევე მოვახერხეთ და დამაჯერებლადაც გავიმარჯვეთ. რაც შეეხება სერბეთის ნაკრებს, ძლიერი მეტოქეა და ვეცდებით, რომ ამ შეხვედრაშიც გავიმარჯვოთ. - ნიკოლოზ უგრეხელიძე - 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელი
ძალიან მიხარია რომ პირველი თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დავიწყე. გუნდთან ერთად კარგად ვივარჯიშეთ, რადგან მეორე თამაშის მოგებაც მოვახერხოთ. ფინეთი კარგი გუნდია, ჩვენც მეორე ტაიმში კარგად, აგრესიულად ვითამაშეთ, კარგი გოლების გატანაც მოვახერხეთ და შედეგიც ჩვენს სასარგებლოდ იყო. მზად ვართ, ბოლო თამაში გვაქვს და გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ, რადგან ევროპის ჩემპიონატს სრულად მზად შევხვდეთ. - ირაკლი ეგოიანი - 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელი
შეგახსენებთ, რომ პირველ ტესტ-მატჩში, ახალგაზრდულმა, ჩვენი გუნდის მსგავსად ევროპის ჩემპიონატის მონაწილე - ფინეთი უხვგოლიან დაპირისპირებაში - 4:2 დაამარცხა. გოლები საბა ხვადაგიანმა, საბა მამაცაშვილმა, ოთო და გიზი მამაგეიშვილებმა გაიტანეს.