U21 | ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა მოგებით დაიწყო
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა პოლონეთთან მოგებით დაიწყო.
რამაზ სვანაძის გუნდმა დრამატულ შეხვედრაში 2:1 იმარჯვა. მატჩში ანგარიში 55-ე წუთზე ნოდარ ლომინაძემ გახსნა. 73-ე წუთზე იაკუბ კალუზინსკიმ პენალტი ზუსტად შეასრულა და წონასწორობა აღადგინა.
საქართველომ გამარჯვების გოლი 94-ე წუთზე გაიტანა - თავი ვასილიოს გორდეზიანმა გამოიჩინა, რომელმაც გიორგი მაისურაძის გადაცემით ისარგებლა.
ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრა პორტუგალიისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის უგოლოდ, 0:0 დასრულდა. შესაბამისად, პირველი ტურის შემდეგ ჯგუფში 3 ქულით ვლიდერობთ.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები მომავალ მატჩს შაბათს, 14 ივნისს, საფრანგეთის წინააღმდეგ გამართავს.
Late winners for Spain and Georgia, Italy edge Romania...
— UEFA Men's Youth (@UEFAMensYouth) June 11, 2025
Opening day ✅#U21EURO pic.twitter.com/ClBM8xoiCW