მანჩესტერი გავის თაობაზე შეთავაზებას ამზადებს
სპორტულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მანჩესტერ იუნაიტედი გავით სერიოზულად ინტერესდება. "წითელი ეშმაკები" უკვე გეგმავენ, რომ ბარსელონას ოფიციალური შეთავაზება გაუკეთონ. როგორც ცნობილია, ინგილესები გავის შესაძენად 55 მილიონი ევროს გადასახდელად მზად არიან. El Nacional-ის ინფორმაციით, მაიკლ კერიკი ბარსელონას ნახევარმცველს მიმდინარე ფანჯარაზე მთავარ სამიზნედ მიიჩნევს.
🚨 Manchester United are preparing an offer worth €40M + €15M in add-ons for Gavi, with Michael Carrick identifying the Barcelona midfielder as a priority target ahead of Eduardo Camavinga. 🇪🇸
— Transfer News Live (@DeadlineDayLive) August 17, 2026
Gavi could be allowed to leave Barça if he asks for a transfer, although the club… pic.twitter.com/1TpS3NUglQ
თავად გავის წასვლის უფლებას მისცემენ თუ ფეხბურთელი ტრანსფერზე დაყენებას მოითხოვს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ კატალონიელები მანჩესტერის მხრიდან შეთავაზებული 55 მილიონით კმაყოფილები არ არიან.
აღსანიშნავია, რომ გავის შეძენით ბაიერნიც ინტერესდება.
შეგახსენებთ, რომ გავის ბარსელონასთან ერთად 166 შეხვედრა აქვს ჩატარებული და აქედან 10-ჯერ შეძლო მეტოქისთვის გოლის გატანა. ამ დროის განმავლობაში ესპანელმა 18 საგოლე გადაცემაც მიითვალა. გავის ბარსასთან ერთად 3 ესპანეთის ჩემპიონატი, 3 ესპანეთის თასი და ერთი ესპანეთის სუპერ თასი აქვს მოგებული.