სენტ-ეტიენს ზურიკო დავითაშვილმა მოაგებინა
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგის მესამე ტურში, ბულონმა სენტ-ეტიენს უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. მატჩიის ერთადერთი გოლი ზურიკო დავითაშვილმა 74-ე წუთზე გაიტანა და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა ააღებინა.
ზურიკომ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მწვრთნელმა მოედნიდან 89-ე წუთზე გაიყვანა. სენტ-ეტიენი სათამაშო უპირატესობას ფლობდა, ბურთს 71%-ით აკონტროლებდა, 11-ჯერ დაარტყეს კარისკენ, 4-ჯერ კი კარში, მაშინ როცა მასპინძლებს კარის ჩარჩოში არცერცთხელ მოუხვედრებიათ ბურთი.
ზურიკო დავითაშვილმა sofascore-სგან 7.2 შეფასება დაიმსახურა.
სენტ-ეტიენი მომდევნო ტურში გრენობლს მიიღებს, ამ მომენტისთვის კი, 7 ქულით პირველ ადგილზეა.