Belive

სენტ-ეტიენმა პო დაამარცხა | ზურიკო დავითაშვილის შეფასება

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 2-ის 25-ე ტურში პომ სენტ-ეტიენს უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა. ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა ლუკას სტასინმა, რომელმაც მასპინძლებს დუბლი შეუსრულა, ერთი გოლი კი ჯოშუა დუფუსის ანგარიშზეა.

ზურიკო დავითაშვილმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 80 წუთი გაატარა. დღეს გუნდის ლიდერობა სტასინმა იკისრა, ამიტომ ზურიკოს შეფასება შედარებით მოჰრძალებული იყო (6.5-დან 6.7-დე). ქართველ შემტევს, ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 11 გოლი აქვს გატანილი და ერთი საგოლე გადაცემა შესრულებული.

ამ მოგებით სენტ-ეტიენი ცხრილის პირველ ადგილზე გადავიდა, ყოველ შემთხვევაში იქამდე, სანამ ტროა ითამაშებს (განსხვავება 1 ქულაა).