Belive

სენტ ეტიენი ნიცასთან განადგურდა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-5 ტურის შეხვედრაში "სენტ ეტიენი" "ნიცას" ესტუმრა და ზურიკო დავითაშვილის გუნდი დიდი სხვაობით 8:0 დამარცხდა. მასპინძლებმა 6 გოლის გატანა პირველ ტაიმში მოახერხეს.

ზურიკო დავითაშვილმა მატჩი სრულად ჩაატარა, Sofascore-მა ქართველ შემტევს 6.4 შეფასება დაუწერა, კარისკენ ერთხელ დაარტყა და დაუბლოკეს, 2-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და წარმატებული ერთი იყო, 10 ორთაბრძოლიდან გამარჯვებული 2-ში დარჩა, ბურთს 58-ჯერ შეეხო, 42-დან 36 გადაცემა ზუსტად შეასრულა (86%).

"სენტ ეტიენი" მომდევნო შეხვედრას "ნანტის" წინააღმდეგ, 29 სექტემბერს ჩაატარებს.

დღეს კიდევ ითამაშა გიორგი წიტაიშვილის "გრანადამ", რომელმაც "მალაგასთან" ფრედ 2:2 ითამაშა. ქართველმა ფეხბურთელმა თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 69 წუთი გაატარა მინდორზე. გიორგის Sofascore-მა 7.2 შეფასება დაუწერა, მან ერთხელ კარში დაარტყა, ერთხელაც კი კარისკენ, ასევე ერთხელ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და წარმატებული გამოდგა, ბურთს 22-ჯერ შეეხო, 13 გადაცემა გააკეთა და 8 ზუსტი იყო (62%), 2 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებული 1-ში დარჩა.

"გრანადა" მომდევნო შეხვედრას "ბურგოსის" წინააღმდეგ, 29 სექტემბერს ჩაატარებს.

სხვა სტატიები