Belive

სენტ-ეტიენი ნიცასთან დამარცხდა | ზურიკო დავითაშვილის შეფასება

11 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს, ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენი პლეი-ოფის ფინალში ნიცას დაუპირისპირდა, სამწუხაროდ ქართველი ფეხბურთელის გუნდი აღნიშნულ შეხვედრაში 4:1 დამარცხდა და ლიგა 1-ის საგზური ვერ მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო სეზონშიც ლიგა 2-ში მოუწევს ასპარეზობა.

ზურიკო დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და მოედანზე თავისი გუნდიდან საუკეთესოც იყო, ერთადერთი გოლი სწორედ ქართველმა ფეხბურთელმა გაიტანა. ზურიკომ 7 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 2-ში გაიმარჯვა, ბურთს 53-ჯერ შეეხო, 36 გადაცემიდან 33 ზუსტად შეასრულა (92%), კარში ერთხელ დაარტყა და გოლიც გაიტანა.

ქართველი ფეხბურთელის შეფასება:

  • Sofascore: 7.4

  • Flashscore: 7.3

ზურიკო დავითაშვილმა მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირის ეგიდით 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რა დროშიც 16 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები