Belive

სენოლ გიუნეში: "კრიტიკისთვის მზად ვარ, მაგრამ შანსი ჯერ არ დაგვიკარგავს" 

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის გახსნითი შეხვედრის შემდეგ, რომელშიც იტალიის ნაკრებმა თურქეთს, საშინაო კედლებში, რომში, "სტადიო ოლიმპიკოზე" - 3:0 აჯობა, აღმოსავლეთევროპული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სენოლ გიუნეშმა კომენტარი გააკეთა.
"ეს არ არის ის, რასაც ველოდით. ჩვენ წავაგეთ გუნდთან, რომელიც შინ თამაშობდა და ასევე ბურთის ფლობა უფრო უკეთესი ჰქონდა. შემდეგი მატჩებისთვის მოვემზადებით. პირველ ტაიმში კარგად გამოვიყურებოდით, თავს კარგად ვიცავდით, მეტოქემ კი კონტრშეტევებზე ითამაშა. ჩვენ საკუთარ რიტმში ვთამაშობდით, ისინი თავისაში. მათ უპირატესობა მოიპოვეს, რადგან ისინი ბევრად უკეთესად მოქმედებდნენ. ჩვენ ბურთის გარეშე ვითამაშეთ და როდესაც ეს მოხდება, შეიძლება გაურკვევლობა წარმოიშვას.  პირველი გოლი რომ არ გაგვეშვა, დარჩენილ დროში თავის უკეთ დაცვას მოვახერხებდით. მათ უბრალოდ გამოიყენეს თავიანთი უპირატესობა. ახლა კრიტიკისთვის მზად ვარ, მაგრამ ჩემს ფეხბურთელებზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი. დღეს რომ ფრედ გვეთამაშა, ან სხვა ყველა მატჩი წაგვეგო, არაფერი შეიცვლებოდა - ჩემს გუნდზე ცუდ სიტყვას არ ვიტყოდი. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ აღარ მოვემზადებით, არა. მოდით, დავივიწყოთ ის, რაც დღეს მოხდა და მოვემზადოთ უელსისა და შვეიცარიისთვის. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს პლეი-ოფში გასვლის შანსი", - თქვა 69 წლის სპეციალისტმა.
ანგარიში შეხვედრის 53-ე წუთზე, მერიჰ დემირალის ავტოგოლით გაიხსნა, 66-ზე ჩირო იმობილემ უპირატესობა ორამდე გაზარდა, 13 წუთში კი ამ უკანასკნელის გადაცემით ლორენცო ინსინიემ ისარგებლა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

სხვა სტატიები