სენეგალმა აფრიკის თასი ისტორიაში მეორედ მოიგო!
2025 წლის აფრიკის თასის გამარჯვებული სენეგალია. სწორედ მაროკოში ჩატარებული ტურნირის მასპინძლები დამარცხდნენ დრამატულ ფინალში, რომელიც დამატებითი დროის ჩათვლით გაგრძელდა. სწორედ პირველ დამატებით ტაიმში გაიტანა პაპე გეიემ ერთადერთი გოლი, თუმცა იქამდე დიდი ამბები მოხდა.
მატჩის 98-ე წუთზე, სენეგალელებმა, მათ კარში დანიშნული პენალტი გააპროტესტეს და მოედანი დატოვეს (92-ე წუთზე სენეგალის ნაკრებს გოლიც გაუუქმეს) - რამდენიმე წუთით, მინდორზე მხოლოდ მაროკოს ნაკრები იყო. სენეგალი თამაშს მაინც დაუბრუნდა და ბრაჰიმ დიასმა პენალტი ვერ გაიტანა ('პანენკას' სტილში, შუაში დაარტყა, ედუარდ მენდი მზად დახვდა).
Doing this in a match with such high stakes in the last minutes of the game especially after what happened is insane
— Janty (@CFC_Janty) January 18, 2026
Brahim Diaz….
pic.twitter.com/ARXZGhB4bY
ბრაჰიმ დიასი, რომელმაც ტურნირზე ყველაზე მეტი (5) გოლი გაიტანა, ფინალის ანტიგმირად იქცა. მაროკოელებმა, პლეი ოფში, ტანზანია (1:0), კამერუნი (2:0) და ნიგერია (1:0) გაიარეს. ხოლო ჩემპიონებმა ფინალამდე გზად სუდანი (3:1), მალი (1:0) და ეგვიპტე (1:0) დაამარცხეს.
სენეგალმა ჩემპიონობის მოპოვება ისტორიაში მეორედ მოახერხა, პირველად მათ 2021 წელს მოიგეს. კამერუნში ჩატარებულ იმ ტურნირზე, სენეგალმა ფინალში ეგვიპტის ნაკრები, პენალტების სერიით დაამარცხა.