Belive

სენეგალელი ფეხბურთელი საკუთარ ნაკრებს დაემუქრა

10 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

სენეგალი, მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში, ბელგიასთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. ამ მატჩის შემდეგ კი, სენეგალისა და ვილიარეალის ფეხბურთელმა, პაპე გეიემ, სამწვრთნელო შტაბის მისამართით, უკმაყოფილება გამოთქვა და მათ ნაკრებიდან წასვლითაც დაემუქრა.

შეიძლება, მომავალში დავბრუნდე. მაგრამ იქამდე, სანამ ეს სამწრვთნელო შტაბი იქნება, ნაკრებში თამაშს არ ვაპირებ. - პაპე გეიე

აფრიკელთათვის, 1/16 - ფინალური შეხვედრა ფანტასტიკურად მიდიოდა. ჰაბიბ დიარასა და ისმაილა სარის გოლების წყალობით, გუნდი 2:0 იგებდა. მაგრამ ბელგიამ თამაში მაინც შემოატრიალა. 86-ე წუთზე, რომელუ ლუკაკუმ სხვაობა შეამცირა, ხოლო 89-ე წუთზე, იური ტილემანსმა ანგარიში გაათანაბრა და თამაში დამატებით დროში გადავიდა. იქ კი ბელგიამ, შეხვედრის 125-ე წუთზე, ისევ იური ტილემანსის პენალტიდან გატანილი გოლის წყალობით მოიგო.

თავის მხრივ, მარცხზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, პაპე ტიაუმაც ისაუბრა.

ეს მარცხი ჩვენთვის ძალიან მწარეა. სენეგალელი ხალხისთვის ვთამაშობდით და შემდეგ ეტაპზე გასვლაც გვინდოდა. ამასთან ძალიან ახლოს ვიყავით, მაგრამ სამწუხაროდ, ტურნირს გამოვეთიშეთ. ყველანი მოწყენილები ვართ, რადგან ძალიან გვინდოდა ამ ეტაპის გავლა. - პაპე ტიაუ

მიუხედავად იმისა, რომ სენეგალი ჯგუფიდან მესამე ადგილით გავიდა, ამ გუნდმა თავისი ბრძოლისუნარიანობით თავი მაინც დაგვამახსოვრა და მცირე უიღბლობის გამო, ტურნირს გამოეთიშა. ბელგია კი, თავის მხრივ, მერვედფინალში გავიდა სადაც თანამასპინძელ ამერიკას შეხვდება.

სხვა სტატიები