იტალიის სერია A-ს 21-ე ტურის შეხვედრაში, თითქმის 20-წლიანი პაუზის შემდეგ რანგით უმაღლეს დივიზიონში დაბრუნებულმა "ვენეციამ" ქვეყნის 18-გზის ჩემპიონს, "მილანს" უმასპინძლა და - 0:3 დამარცხდა.
შეხვედრას წინ საინტერესო სანახაობა უძღვოდა. "როსონერის" ქომაგების ნაწილი - ე.წ ულტრასები შეხვედრაზე გემით გაემგზავრნენ - მასპინძელი გუნდის ქომაგები კი მეტოქეს ამავე ფორმით შეეგებნენ და წლით დაფარული ქალაქის შესასვლელში პირო-ტექნიკის გამოყენებით დუელი გამართეს.