Belive

მოდრიჩი: ,,მოვედი გუნდში, რომელიც წარსულში ისეთი იყო, როგორიც დღეს რეალია''

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მილანის ახალწვეულმა, ლუკა მოდრიჩმა, იტალიურ გუნდში გადასვლის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა:

,,შემეძლო უფრო მარტივი გზა ამერჩია, სადაც კონკურენცია ასეთი მაღალი არ იქნებოდა, მაგრამ ეს ჩემს ხასიათს არ შეესამაბემა. ყოველთვის რთულ გზას ვირჩევ და მილანში მოსვლაც ამიტომ მინდოდა. ანჩელოტის ვესაუბრე და მან მილანის შესახებ ყველაფერი მიამბო. დიდ კლუბში მოვედი, სადაც მოლოდინები მაღალია. მწვრთნელს სათამაშო დროის შესახებ ვესაუბრები. აქ სათამაშოდ და მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მაღალი დონის შესანარჩუნებლად მოვედი. ეს ჩემი ამბიციები და სურვილებია.

მსოფლიოს უდიდეს კლუბში 13 წელი გავატარე და ახლა მოვედი გუნდში, რომელიც წარსულში ისეთი იყო, როგორიც დღეს რეალია. მილანმა მისთვის ჩვეულ დონეზე დასაბრუნებლად უნდა იბრძოლოს. ჩემი ამოცანაა, რომ გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო და თამაშისგან სიამოვნება მივიღო.'' - ლუკა მოდრიჩი

ლუკა მოდრიჩი მილანში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. ხორვატმა ნახევარმცველმა როსონერისთან 1-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

სხვა სტატიები