Belive

საუთჰემპტონი ხორვატი შემტევის გაფორმების ზღვარზეა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

Sky Sports-ის ინორმაციით, "საუთჰემპტონი" მისლავ ორსიჩის ტრანსფერის გაოფიციალურების ზღვარზეა. წყაროს მტკიცებით, პრემიერ ლიგის ბინადარსა და "დინამო ზაგრებს" შორის შეთანხმება მიღწეულია.

ორ კლუბს შორის შემდგარი სატრანსფერო გარიგებით, მისლავ ორსიჩის სამედიცინო შემოწმება დაიგეგმა, რომლის წარმატებით გავლის შემდეგ, ტრანსფერი გაოფიციალურდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ "საუთჰემპტონი" 30 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ £8 მილიონს გადაიხდის.

შეგახსენებთ, რომ ხორვატიის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ზლატკო დალიჩმა, ორსიჩი ხორვატიის 26-კაციან განაცხადში შეიყვანა, რის შედეგადაც შემტევმა მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა.

მუნდიალზე თავდამსხმელმა წარმატებულად იასპარეზა - ჯგუფურ ეტაპზე ორსიჩმა კანადის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი. პლეი-ოფში, ბრაზილიის წინააღმდეგ ასევე საგოლე გადაცემა მიითვალა, ხოლო მესამე ადგილისათვის მატჩში, მაროკოს კარის აღება შეძლო.

სხვა სტატიები