მოახლოვებული სანაკრებო თამაშების წინ, ინგლისის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, გარეთ საუთგეიტმა 25-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ ინგლისელთა რიგებში 3 დებიუტანტია. ნაკრებში პირველად უხმეს მეისონ მაუნტს, აარონ ვან-ბისაკასა და ტაირონ მინგსს.
ინგლისი სექტემბერში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის 2 მატჩს გამართავს. საუთგეიტის გუნდი 7-ში ბულგარეთს მიიღებს, 10-ში კი კოსოვოს უმასპინძლებს.