საუკეთესო მოედანზე - რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ ბოლონიასთან მატჩში?
იტალიის სერია A-ს მე-10 ტურის შეხვედრაში, "ნაპოლიმ" საშინაო კედლებში "ბოლონია" მიიღო და 3:2 დაამარცხა.
მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში უკვე ტრადიციულად, საქართველოს ნაკრების ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა, რომელმაც 94 წუთის განმავლობაში, სრულად ითამაშა და მოედანზე მყოფ 29 ფეხბურთელს შორის საუკეთესო შეფასება - 8.3 მიიღო.
გარდა კონკრეტული კოეფიციენტისა, 21 წლის ქართველს დიდებული მატჩი ჰქონდა, ვიქტორ ოსიმენს საგოლე პასი გაუკეთა და არაერთ კომპონენტში გამორჩეული იყო.
ხვიჩა კვარაცხელიას დეტალური სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:
ნათამაშები წუთი: 94
კოეფიციენტი: 8.3
საგოლე პასი: 1
ბურთთან შეხება: 60
პასის სიზუსტე: 25/32 (78%)
წარმატებული დრიბლინგი: 5/9
საკვანძო პასი: 6
კარში დარტყმა: 2
დაბლოკილი დარტყმა: 2
დიაგონალური პასი: 1/2
მაღალი ბურთი: 1
საგოლე მომენტის შექმნა: 4
მოგებული ორთაბრძოლა მოედანზე: 7/14
ბურთის დაკარგვა: 18
მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ: 1
ვარდნა: 1
ხვიჩა კვარაცხელიას გადაადგილების ამსახველი გრაფიკული გამოსახულება ბოლონიასთან მატჩში: